понедельник, 26 августа 2013 г.

გაკვეთილის თემა
საფრანგეთის რესპუბლიკა
კლასი
მე-11
გაკვეთილის მიზანი
საფრანგეთის ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის, მეურნეობის შესწავლა. საფრანგეთის ადგილის განსაზღვრა მსოფლიოს ქვეყნებს შორის.
გაკვეთილის მსვლელობა
ტექსტზე მუშაობა 10 წთ. თვალსაჩინოებაზე მუშაობა.-15წთ
 მასწავლებელი ატარებს გეოგრაფიულ კარნახს: მოსწავლეებმა ევროპის კონტურულ რუკაზე უნდა აღნიშნონ მასწავლებლის მიერ ნაკარნახევი გეოგრაფიული ობიექტები  ციფრებით მაგ:1-მდ- ლუარა, 2-ალპების მთები, 3-ბისკაის უბე, 4-კორსიკა, ასევე მეზობელი ქვეყნები:5-ბელგია, 6-შვეიცარია 20წთ.
სასწავლო მასალა
სახელმძღვანელო, ევროპის პოლიტიკური რუკა, ევროპის კონტურული რუკა.
შეფასება
მოსწავლეებს ეძლევათ ინდივიდუალური სამუშაო- შეავსონ სქემა: ვიცოდი, ვისწავლე, რა მინდა ვიცოდე.


კრიტერიუმი
1-4
5-6
7-8
9-10

საფრანგეთის ბუნებრივი პირობები,მეურნეობის შესწავლა.
მოსწავლეს არ შეუძლია გაცნობილი საკითხების ურთიერთდაკავშირება არ იყენებს რუკას, უჭირს აღქმა და ვერ პასუხობს კითხვებს.
მიღებულ ცოდნას ნაწილობრივ აკავშირებს კონკრეტულ საკითხებთან, რუკას იყენებს იშვიათად, აღიქვამს  ნაწილობრივ და ნაწილობრივ  პასუხობს კითხვებს.
მიღებულ ცოდნას ადვილად აკავშირებს კონკრეტულ საკითხებთან, იყენებს რუკას, ახალ ინფორმაციას აღიქვამს კარგად. იმახსოვრებს მნიშვნელოვან ნაწილს, პასუხობს კითხვებზე, თუმცა უჭირს ანალიზის გაკეთება.
კონკრეტულ საკითხს კარგად აცნობიერებს,უდგება შემოქმედებითად,რუკას იყენებს აქტიურად.ახალ ინფორმაციას აღიქვამს  სრულყოფილად, თავისუფლად პასუხობს კითხვებზე, შეუძლია  დასკვნის გამოტანა